Promo house - შენი სარეკლამო სივრცე!
„პრომო ჰაუსი“ — ადგილი, სადაც რეკლამა ადამიანებთან კავშირის საშუალებაა

კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე — ის მომხმარებელს სთავაზობს პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას. შექმნის იდეა კი ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი — საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა.

დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცა — შექმნილიყო ადგილი, სადაც რეკლამა არა მხოლოდ სარეკლამო პროდუქტი იქნებოდა, არამედ ადამიანებთან კავშირის საშუალება.

პრომო-ჰაუსი-შ1

ასე დაიწყო „პრომო ჰაუსის“ გზა… ადამიანებზე ორიენტირებული და ღირებულებებზე დაფუძნებული იდეებით. კომპანიისთვის რეკლამა ყოველთვის იყო რაღაც უფრო დიდი, ვიდრე უბრალოდ მომსახურება. ეს არის ურთიერთობა, ენთუზიაზმით და სიყვარულით შექმნილი კავშირი, სადაც პროდუქტის მიღმა რეალური ადამიანები დგანან — როგორც დამკვეთები, ისე გუნდის წევრები.

„პრომო ჰაუსის კონცეფცია ადამიანებზეა დამყარებული – მათზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და ვისთვისაც ვქმნით. ჩვენს საქმეში მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, და ეს სიყვარული გუნდის თითოეულ წევრზე გადადის.

ფორსმაჟორებშიც კი, ერთმანეთს გვერდში ვუდგებით და ერთად ვპოულობთ გამოსავალს. სწორედ ამ ერთგულებაში, ენერგიასა და ურთიერთპატივისცემაში იბადება ის უპირატესობა, რაც პრომო ჰაუსს გამოარჩევს. ჩვენთვის რეკლამა არა უბრალოდ პროდუქტია, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაა… ურთიერთობისთვის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი კი სიყვარულია. როცა გიყვარს და სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი გამოგდის“, — აღნიშნავს ნატუკა ფოფხაძე, „პრომო ჰაუსის“ თანადამფუძნებელი.

პრომო-ჰაუსი-შ2

უკვე მერვე წელია, „პრომო ჰაუსი“ წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებენ ჟინსა და მუხტს, საუკეთესოები იყვნენ საკუთარ საქმიანობაში. შესაბამისად, საკმაოდ დიდ შრომასა თუ რესურსს დებენ ყოველდღიურად. ამასთან, მუდმივად ფიქრობენ კომპანიის განვითარებასა და წინსვლაზე.

რა თქმა უნდა, წარმატების გზაზე არაერთ გამოწვევასაც წააწყდნენ. რესურსების დეფიციტი, გუნდის სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარების გზაზე წარმოშობილი დაბრკოლებები — ეს მხოლოდ იმ გამოცდილებების ნაწილია, რომელსაც „პრომო ჰაუსმა“ წინ გადადგმული ნაბიჯებით უპასუხა. მათი ფილოსოფია ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდება — პრობლემაში შესაძლებლობის დანახვა და გუნდური ძალით გამოწვევის გადაჭრა.

პრომო-ჰაუსი-შ3

საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამაც. პარტნიორობა ბანკთან კომპანიამ განვითარების რამდენიმე კრიტიკულ ეტაპზე გადამწყვეტად შეაფასა — ფინანსური სტაბილურობა, მოტივაცია და მზარდი ნდობა ერთობლივად დაეხმარა „პრომო ჰაუსს“, რომ საკუთარი მისია კიდევ უფრო თავდაჯერებულად გაეგრძელებინა. „თიბისის მხარდაჭერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათთან პარტნიორობა მეტ სტაბილურობას და მოტივაციას გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვითარებისთვის მყარად მდგომი პარტნიორი გჭირდება“. — ამბობს ნატუკა ფოფხაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.